პენტაგონი რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ჯარების ოპერაციას ესკალაციის საფრთხედ არ მიიჩნევს, - განაცხადა ამერიკის თავდაცვის პრესსპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა აკეთებს იმას, "რაც უნდა გააკეთოს" ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად.
„არ ვთვლით, რომ ეს რაიმე ფორმით ესკალაციაა. უკრაინა აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავისი სუვერენული ტერიტორია დაიბრუნოს“, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ.
მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ შესაძლებლობებითა და სისტემებით, რაც მათ სჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული შენაერთები რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ და მას შემდეგ აგრძელებენ ოპერაციას.