პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ველოსიპედებს, ხოლო სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

გუშინ საფრანგეთის მასშტაბით პოლიციამ 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა 600-ზე მეტი სამართალდამცველი. პარიზში აქციის ერთ-ერთი მონაწილე გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას დღეს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მიმართავს.