UFC-ის მებრძოლი ბრენდონ როივალი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და საბა ლაზიშვილის საქციელი შეაფასა.
"იმ ამბავში ყველაზე მაგარი იცით რა იყო? ის ბიჭი, მერაბთან ერთად — უკან რომ არ დაიხია, ორმა კაცმა იჩხუბა დაახლოებით ათის წინააღმდეგ", - დაწერა როივალმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს თავს დაესხა. გავრცელებული ცნობებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების სამართალდამცველებმა ნურმაგომედოვი და ინციდენტის სხვა მონაწილეები დააკავეს.








