მერაბ დვალიშვილზე ლაჩრულ თავდასხმას ეხმიანებიან.
11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში, მერაბ დვალიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დაესხნენ თავს.
მერაბთან ერთად იყო 21 წლის საბა ლაზიშვილი, თავდამსხმელები კი გაცილებით მეტნი იყვნენ.
„ინტერვიუს ვაძლევდი RAF-ისთვის სასტუმროს ფოიეში და უსმანმა მეგობრებთან ერთად უკნიდან მოგვეპარა და ცემა დაგვიწყო. გველებივით მოგვეპარნენ" — განაცხადა დასისხლიანებულმა დვალიშვილმა.
ინციდენტს ფართო გამოხმაურება მოჰყვა. უსმან ნურმაგომედოვის საქციელის გამო ყველამ დაგმო, გარდა ისლამ მახაჩევისა.
„ლაჩრების ხროვა ხართ და ყველაფერზე, რაც ჩაიდინეთ, პასუხს აგებთ. კაცების გარდა ყველაფერი ხართ“, - დაწერა ილია თოფურიამ.
უსმან ნურმაგომედოვი – მაგარი ნაძირალაა... ეს ბიჭები მაგრებად სურთ თავის წარმოჩენა, რეალურად კი იქცევიან როგორც წყეული ქოფაკები, რომლებიც მხოლოდ ელოდებიან მომენტს, რომ ზურგის უკნიდან დაგესხან თავს“, - ამბობს შონ სტრიკლენდი. რომან დოლიძე და სხვები. ტოპურიას მტკიცებით, უსმანი თანმხლებ პირებთან ერთად პოლიციამ დააკავა, თუმცა ოფიციალური დადასტურება ამ დრომდე არ არსებობს.
„ნეტა მანდ ვყოფილიყავი!
მერაბ საბა თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე!🇬🇪ისეთი პასუხი გაეცით როგორიც შეგვეფერება!შეიძლება რიცხვობრივად ცოტა ვიყოთ მაგრამ ჩვენ ქართულ გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებთ!მაგ ტურებს სადაც შევხვდები ჩემ წილ ქართულ პასუხს იქ გავცემ!🇬🇪 მერაბ შენთან ვართ!“ - წერს ლაშა ბექაური.
უსმან ნურმაგომედოვის საქციელი დაგმეს და მერაბს თანადგომა გამოუცხადეს აგრეთვე რომან დოლიძემ, რენატო მოიკანომ, კონორ მაკგრეგორმა, პოლ ჰიუზმა და სხვებმა.
ერთადერთი ვინც უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა, ისლამ მახაჩევი იყო. მისი თქმიზთ, კონფლიქტი გაცილებით ადრე, თბილისში დაიწყო, როდესაც RAF-ის ტურნირზე მერაბ დვალიშვილმა სტუმრებს ხელით შეეხო და დედა შეურაცხყო. კავკასიელები ასეთ რამეს არ ივიწყებენ, - განაცხადა მან.
დვალიშვილი 14 ნოემბერს RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაეს უნდა შეხვედროდა უსმან ნურმაგომედოვი კი იურაია ფეიბერს. ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა ეს ორთაბრძოლები აბუ-დაბიში.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




