სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში გრძელდება ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი.
ქალთა 50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში მერვე ტურში სოფიკო ტერელაძემ ინგა ხურცილავს სძლია, სოფიკო ნიკოლაძემ გერმანელი ოლგა ბირხოლცი დაამარცხა.
რვა ტურის შემდეგ სოფიკო ტერელაძეს, ესანელ მონიკა კალცეტას და შვედ —პიაკრამლინგს 6-6 ქულა აქვთ, კუბელ მარიცა არბასს — 5,5 ქულა, ინგა ხურცილავას, შოტლანდიელ ქეევან არახამია-გრანტს და სერბ სუზანა მაქსიმოვიჩს 5-5 ქულა.
კაცთა 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ზურაბ სტურუა ყაიმზე შეუთანხმდა ფიდეს ეგიდით მოასპარეზე სილვიო დანაილოვს და რვა ტურის შემდეგ ასევე ფიდეს ეგიდით მოასპარეზე ოლეგ კოზლოვთან ერთად ლიდერობს. მათ 6-6 ქულა აქვთ.
ქალთა 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ნონა გაფრინდაშვილმა ფიდეს ეგიდით მოასპარეზე ოლგა გრიგორიევა დაამარცხა და 5 ქულა აქვს. ლიდერი, გალინა სტრუტინსკაია, უდანაკარგოდ ასპარეზობს.
კაცთა 50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში მიხეილ კეკელიძემ ზაზა ხოფერიას სძლია ფრიდონ ყალაგაშვილი ესპანელ სერხიო ეტრემელა პანოსსტან დამარცხდა. რვა ტურის შემდეგ ლიდერებს, ბულგარელ კირილ გეორგიევს და ყაზახ პაველ კოცურს, 6,5-6,5 ქულა აქვთ, მიხეილ კეკელიძეს — 5,5 ქულა, ფრიდონ ყალაგაშვილს კი 3,5 ქულა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




