მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოებს ავრცელებს და ამბობს, რომ აბუ-დაბის სასტუმროს ფოიეში ინტერვიუს მიცემის დროს მას უკნიდან უსმან მაგომედოვი და მისი გარემოცვა დაესხა თავს.

„რა უნამუსო საქციელი ჩაიდინეთ, ბიჭებო. აქ მხოლოდ ორნი ვიყავით - მე და ჩემი მეგობარი. აბუ-დაბიში ჩავედით და უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან გველებივით მოგვეპარნენ. და თქვენ კი საკუთარ თავს მებრძოლებს უწოდებთ? ეს კაცური საქციელია?! თუ გსურთ საუბარი ან ბრძოლა, მოდით, პატიოსნად ვიმოქმედოთ“, - ამბობს დვალიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მალე მან კიდევ ერთი ვიდეო ატვირთა და თავდასხმის დროს მასთან ერთად მყოფი მეგობარი შეაქო.

„ძალიან სახალისოა, რომ ჩემს პატარა, 21 წლის ძმას, რომელსაც უსმანი და უმარი დაუპირისპირდნენ, მხოლოდ ეს დაზიანებები აქვს, ის უკვე ფიქრობს MMA-ში გადმოსვლაზე”, - ამბობს დვალიშვილი

მოამზადა რაულ კაპანაძემ