დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმეზე 5 ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების მკაცრი ფორმა შეეფარდათ - სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
პროკურატურამ ბრალი გუშინ სულ 7 პირს წარუდგინა, მათ შორის პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ ხელმძღვანელებს, რომელთა საქმეებსაც სასამართლო ცალკე განიხილავს.
ბრალდება დაუმძიმდათ პატიმრებს - ვატო და შოთა ყიფიანებს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.




