პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის დაკავება უკანონოდ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

10 მაისს, პაკისტანის ანტიკორუფციულმა სააგენტომ იმრან ხანი კორუფციის ბრალდებით ისლამაბადის უმაღლეს სასამართლოში დააკავა.

ექსპრემიერის თანაშემწის განცხადებით, იმრან ხანი უზენაესი სასამართლოს დაკავების იზოლატორში რჩება, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. საზოგადოების წინაშე ხანი პარასკევს წარდგება.

თავად იმრან ხანი კანონის დარღვევას უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

იმრან ხანის დაკავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები და შეტაკებები მოჰყვა.