პაკისტანში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეჩეთში აფეთქება 30 იანვარს მოხდა. ქვეყნის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში თავი ლოცვის დროს, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

მეჩეთზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში მოიყოლა.