სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაშავდა პაკისტანსა და ავღანეთში 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომელიც სამშაბათს, გვიან ღამით მოხდა - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters წერს.

სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, განაცხადა პაკისტანის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ პროვინციის საავადმყოფოები ღამით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.

რაც შეეხება ავღანეთს, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა ავღანეთში. ასევე დაზიანდა სახლები და შენობები ორივე ქვეყანაში.

ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრა იგრძნობოდა 1 000 კილომეტრზე მეტი სიგანის ტერიტორიაზე მიწისძვრა იგრძნო 285 მილიონმა ადამიანმა: პაკისტანში, ინდოეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ავღანეთსა და თურქმენეთში.