პაკისტანის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი მასწავლებელია. სროლა სახელმწიფო სკოლის სამასწავლებლოში მოხდა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში რამდენიმე შეიარაღებული პირი მონაწილეობდა და ეჭვმიტანილებს სამართალდამცველები ეძებენ.