2-თვიანი დაკავების შემდეგ, გენერალი სერგეი სუროვიკინი თავისუფალია - ის ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფიდან რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, New York Times ავრცელებს.
ქსენია სობჩაკმა გაავრცელა ფოტო, რომელზედაც სერგეი სუროვიკინი მეუღლესთან ერთად მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე სეირნობს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ჯერჯერობით უცნობია კვლავ მოქმედებს თუ არა სუროვიკინისთვის მანამდე დაწესებული შეზღუდვები გადაადგილებაზე, თუმცა კარიერულად მას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.
სუროვიკინის გათავისუფლება დაადასტურა Эхо Москвы-ს ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმაც - "სუროვიკინი შვებულებაშია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში."
სუროვიკინის ბედზე ჰკითხეს გუშინ, რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსაც, რომელმაც კითხვებს არ უპასუხა.