არმიის გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ჩაწერა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის" ჯარისკაცებისადმი ვიდეომიმართვა, რომელიც თავის ტელეგრამის არხზე სამხედრო კორესპონდენტმა ანდრეი რუდენკომ გამოაქვეყნა.

„თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით მე ახლახან ჩამოვედი ფრონტის ხაზიდან, სადაც ჩვენი ჯარები, ჩვენი მეთაურები, ჩვენი ჯარისკაცები, მებრძოლები, მოხალისეები ასრულებენ დავალებას, დგანან თავიანთ პოზიციებზე და სიკვდილამდე ებრძვიან მტერს.

მივმართავ კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის" მებრძოლებს და მეთაურებს. ჩვენ თქვენთან ერთად რთული რთული გზა გავიარეთ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ვრისკავდით, დანაკარგს განვიცდიდით,  ერთად ვიმარჯვებდით. ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ. ჩვენ მეომრები ვართ. მოგიწოდებთ, შეჩერდეთ. მტერი სწორედ ჩვენს ქვეყანაში შიდაპოლიტიკური მდგომარეობის გაუარესებას ელოდება. ქვეყნისთვის ამ რთულ დროს არ შეიძლება მოწინააღმდეგეს შევუწყოთ ხელი.

სანამ გვიან არ არის,  საჭირო  და აუცილებელია ამის გაკეთება: დავმორჩილდეთ რუსეთის ფედერაციის სახალხოდ არჩეული პრეზიდენტის ნებას და ბრძანებას, შევაჩეროთ კოლონები, დავაბრუნოთ ისინი მუდმივი განლაგების პუნქტებსა და კონცენტრაციის ადგილებში, გადავწყვიტოთ ყველა პრობლემა მხოლოდ მშვიდობიანად, უმაღლესი მთავარსარდლის ხელმძღვანელობით", - ამბობს არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი ვიდეომიმართვაში.