რუსული მედიის ერთ-ერთი ვერსიით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი დაკავებული არ არის, მათივე ცნობით, ის დაკითხეს და გამოუშვეს.
ასევე, Bloomberg წერს, რომ სუროვიკინი ამბოხთან დაკავშირებით დაკითხეს. გამოცემის წყაროს თქმით, გენერალი იმყოფება ერთ ადგილზე, მაგრამ არა ციხეში და გამომძიებლები მას ფრთხილად ექცევიან, რათა არ გააღიზიანონ სხვა სამხედროები, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან არმიაში სუროვიკინის მიღწევებით.
შეგახსენებთ, აქამდე რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია სუროვიკინის დაკავების შესახებ.