რუსული გამოცემა Meduza-ს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი, გენერალი სერგეი სუროვიკინი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

მედიის ცნობით, სუროვიკინი დაჯგუფება “ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის ამბოხთან დაკავშირებით კონტრდაზვერვის მიერ იყო დაკავებული. მასთან ერთად უშიშროების სამსახურებმა „ვაგნერთან“ დაკავშირებული კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო პირი დააკავეს.  

სერგეი სუროვიკინი რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალებს 2017 წლის 31 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე ის უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურის იყო.

2017 წლის დეკემბერში, სუროვიკინს რუსეთის ფედერაციის გმირის ჯილდო გადაეცა. 2022 წლის თებერვალში, ევროკავშირმა ის სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.