აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრიუდოს განუცხადა, რომ აშშ-კანადის საზღვრის გადახედვა სურს.
. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა 3 თებერვალს ორჯერ ისაუბრეს სატარიფო პოლიტიკის თავიდან აცილების შესაძლებლობაზე , თუმცა საუბარი არამხოლოდ ტარიფებს ეხებოდა.
გამოცემის თანახმად, დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრიუდოს განუცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაციის ხელშეკრულება გადახედვას საჭიროებს და რომ მას სურს საზღვართან დაკავშირებით ხელახალი მოლაპარაკება.
სასაზღვრო ხელშეკრულება, რომელზეც ტრამპმა მოიხსენია, დაიდო 1908 წელს და საბოლოოდ განსაზღვრა საერთაშორისო საზღვარი კანადას, მაშინდელი ბრიტანეთის სამფლობელოსა და შეერთებულ შტატებს შორის. ტრამპმა ასევე აღნიშნა ორ ქვეყანას შორის საერთო ტბებისა და მდინარეების საკითხის გადახედვა, რომელიც რეგულირდება რიგი ხელშეკრულებებით.
თარგმანი: პირველი არხი.