Politico-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ახალ შეზღუდვებს უწესებს მასკს. ტრამპი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება სამინისტროების ხელმძღვანელებს ეკუთვნით და არა ილონ მასკს.
მისი თქმით, მასკს შეუძლია რეკომენდაციები გასცეს, მაგრამ არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები კადრებისა და პოლიტიკის საკითხებში.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა ხუთშაბათს მოიწვია კაბინეტი და განუცხადა, რომ ისინი თავად არიან პასუხისმგებლები თავიანთ დეპარტამენტებზე და არა ილონ მასკი
შეხვედრა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის, ილონ მასკის მხრიდან საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლების სერიას მოჰყვა, რამაც დიდი გაურკვევლობა შექმნა ფედერალურ მთავრობასა და მის სამუშაო ძალაში. ასევე, DOGE-ის ქმედებებს სასამართლოში სასტიკი წინააღმდეგობა და დემოკრატიული კანონმდებლებისა და ზოგიერთი რესპუბლიკელის კრიტიკა მოჰყვა.
"პრეზიდენტის გზავნილი წარმოადგენს პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს მასკის მანდატის შესამცირებლად. ტრამპის ახალი მითითებების თანახმად, DOGE-მა და მისმა თანამშრომლებმა უნდა შეასრულონ საკონსულტაციო როლი - მაგრამ კაბინეტის მდივნებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები პერსონალის, პოლიტიკისა და განხორციელების ტემპის შესახებ," - წერს Politico.