კონსტანცაში სამუშაო შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ნიკუშურ დანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კონსტანცის პორტში ინციდენტის დროს ყველა პროცედურა დაიცვა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ და გამოძიება 7-10 დღეში გამოავლენს, თუ როგორ აღმოჩნდნენ დრონები პორტში.

ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა გუშინდელ მოვლენებს, ასევე ზოგად კონტექსტს და ჩვენს მზადყოფნას მსგავსი ინციდენტებისთვის. ახლა სრული სიმშვიდეა. გუშინ კი ოთხი უკრაინული დრონი, მას შემდეგ რაც მათზე კონტროლი დაკარგეს, კონსტანცის პორტში გამოჩნდა. ჩვენ ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ უკრაინა აგრესიის ქვეშ მყოფი ქვეყანაა, რუსეთი ამ ომში აგრესორია და უკრაინა თავს იცავს ისე, როგორც შეუძლია, - თქვა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დრონები პორტთან 06:10 საათზე შენიშნეს და ექსპერტთა პირველი ჯგუფი ადგილზე 06:47 წუთზე მივიდა და ნახევარი საათის შემდეგ დაიწყეს მუშაობა პროტოკოლების შესაბამისად. მოხდა პერიმეტრის გაწმენდა და ახლოს მყოფი რამდენიმე გემის მოშორებით გაყვანა 10:00 საათზე კი მიიღეს ინფორმაცია, რომ დრონი თავისით აფეთქდებოდა 10:26 საათზე. ინფორმაციის მიღების შემდეგ კი ოპერაციის ყველა მონაწილემ, მათ შორის მათ, ვინც გემის დახმარებით დრონის განეიტრალებას გეგმავდა, ასევე დატოვა პერიმეტრი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

მან უარყო მტკიცება, რომ უკრაინული დრონების სამიზნე რუსული გემი-მოჩვენება იყო.

„როგორ მოხვდნენ ეს დრონები კონსტანცის პორტში? პასუხს, ალბათ, ინფორმაციის შეგროვებიდან 7-10 დღეში გვექნება“ - თქვა ნიკოშურ დანმა.

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკისთან ექნება საუბარი.