სომხეთსა და აზერბაიჯანს კვლავ აქვთ წინააღმდეგობები, მაგრამ ყველა წინააღმდეგობის გადაჭრის გზა დიალოგია, რომელიც გრძელდება და მათი დაძლევის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

ფაშინიანის მტკიცებით, მშვიდობაზე ზრუნვაა საჭირო და საჭიროა მუშაობა მშვიდობის შემდგომი ინსტიტუციონალიზაციისთვის.

„ახლა ჩვენ გვაქვს ორმხრივი ვაჭრობა აზერბაიჯანთან, რაც სამი ან ოთხი წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა. ამჟამად ჩვენ რაღაცას აზერბაიჯანისგან ვყიდულობთ, ხოლო აზერბაიჯანი სომხეთიდან რაღაცის იმპორტს ახორციელებს. გარდა ამისა, აზერბაიჯანის რკინიგზა სომხეთისთვის ექსპორტისა და იმპორტისთვის 2025 წლის ნოემბრიდან გაიხსნა“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.