სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, 25 სექტემბერს ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში, საერთაშორისო ფორუმში "მსოფლიო ატომური კვირეული" მიიღებს მონაწილეობას.