8 აგვისტოს შემდეგ ჩვენ სრულიად სხვა სამხრეთ კავკასიაში ვცხოვრობთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა. 8 აგვისტოს შემდეგ ჩვენ ვცხოვრობთ სრულიად სხვა სამხრეთ კავკასიაში, სომხეთის ახალ რესპუბლიკაში. მშვიდობა – უცნობი რეალობა და უცხო ცხოვრება ჩვენთვის, მოდით, არასაკმარისად ნუ დავაფასებთ ამ რეალობას. ჩვენ ნულიდან უნდა ვისწავლოთ, რას ნიშნავს მშვიდად ცხოვრება, როგორია მშვიდობა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

თარგმანი: პირველი არხი