ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში მიმდინარე ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ჰამასი სრულად არ განიარაღდება და პალესტინის ტერიტორია ისრაელის სრული კონტროლის ქვეშ არ მოექცევა.
ნეთანიაჰუმ სამხედრო ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ "ამ კამპანიის დასრულების შემდეგ, ღაზას სექტორის მთელი ტერიტორია ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ იქნება".
იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის ლიდერმა გარკვეული პირობები დაასახელა, რომლებზეც დაყრდნობით ომი, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო, შეიძლება დასრულდეს:
"მზად ვარ, დავასრულო ომი, მაგრამ მკაფიო პირობებით, რომლებიც ისრაელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს: ყველა მძევალი სახლში უნდა დაბრუნდეს, ჰამასმა უნდა ჩააბაროს იარაღი და დატოვოს ხელისუფლება" - თქვა განაცხადა ნეთანიაჰუმ.