ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორზე ახალი შეტევა იქნება ინტენსიური სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი "ჰამასის" განადგურებაა. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება "ჰამასის" გასანადგურებლად ღაზაში მასშტაბური ოპერაციის ჩატარების შესახებ". – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ "მოსახლეობა მისივე დაცვის მიზნით გადაადგილებულ იქნება". 

პრემიერმინისტრს სამხედრო ოპერაციის დეტალები არ დაუზუსტებია.