ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის ონლაინ ბიზნეს გაზეთი E24 აქვეყნებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საპენსიო ფონდისთვის ნავთობისა და გაზიდან მიღებული შემოსავლები 884 მილიარდ ნორვეგიული კრონას  (88,4 მილიარდი დოლარი) უტოლდება.

ნორვეგიის საგადასახადო სააგენტოს ცნობით, ეს მაჩვენებელი 2021 წლის პიკურ მაჩვენებელს  (295 მილიარდი ნორვეგიული კრონა) სამჯერ აღემატება.

შემოსავლების მატება, ძირითადად, რუსეთის უკრაინაში შეჭრით შედეგად ნავთობის და გაზის ფასების რეკორდული ზრდით არის გამოწვეული.