დღეს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ამ თბილისი დროით 21:20 საათისთვის ხმა მისცა ამომრჩეველმა 1 625620-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 52,79 პროცენტს შეადგენს.
ამომრჩევლის აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით გაზრდილია როგორ მოლდოვაში, ისე საზღვარგარეთის უბნებშიც, სადაც პირველ ტურში მოქმედ პრეზიდენტ მაია სანდუს მხარი ამომრჩეველთა 70,71%-მა დაუჭირა.
მოლდავური მედია აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ მიცემული ხმების რაოდენობით უკვე 19:00 საათისთვის დამყარდა ახლა აბსოლუტური რეკორდი. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მცხოვრებმა მოლდოვის 263 188 მოქალაქემ მისცა ხმა.
Here’s a video of a charter flight, originally posted by Russia’s @SputnikInt, showing an aircraft full of Moldovan passport-holders. The plane appears capable of carrying anywhere from 260 to 400 voters—clear evidence of large-scale, organised voter transportation. pic.twitter.com/7v4XZFgvy6
— Stanislav Secrieru (@StasSecrieru) November 3, 2024