ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ "საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყველაფერი უნდა იქნეს გამოძიებული".

"პირველ რიგში, მე ვიცი ქართველი ხალხის გულწრფელი მისწრაფება, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ საქართველოს.

მეორეს მხრივ, საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელზედაც არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყველაფერი უნდა იქნეს გამოძიებული.

ჩვენ გვჭირდება დარწმუნება, რომ ყველაფერი გაკეთებული იყო სამართლიანად და გამჭვირვალედ, რაზედაც ახლა სერიოზული ეჭვები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მე იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა მოსაზრებები გავუზიარო პრემიერმინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით", – განაცხადა, მიშელმა ("მთავარი არხის" თარგმანი) .