ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინელებს ორი გზავნილით მიმართავს. ამის შესახებ მან ბრიუსელში საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"მე მაქვს ორი გზავნილი. პირველ რიგში, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით მანამ, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გჭირდებათ მეტი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა. ეს სასწრაფოა. ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ შეგვიძლია, დავაჩქაროთ უკრაინის ხალხის მხარდაჭერა სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით.
მეორე, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მივესალმები თქვენს პირად ხელმძღვანელობას და იმ გზას, რომლითაც თქვენ და თქვენი გუნდი ახორციელებთ საჭირო რეფორმებს. ზამთარი მოდის. ბევრი რამ ხდება ყველგან მთელ მსოფლიოში და, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მკაფიო გზავნილი. თქვენი აქ ყოფნა ძალიან ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს აგზავნის. ჩვენ ერთ მხარეს ვართ, ერთი და იგივე ოცნებებსა და ღირებულებებს ვიზიარებთ. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ უკრაინელი ხალხის სიმამაცითა და თქვენი სიმამაცით. შეგიძლიათ ევროკავშირის იმედი გქონდეთ", – მიმართა მშელმა ზელენსკის.
შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე მიიწვია, რომელიც ბრიუსელში დღეს იმართება.