ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
"ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს მტკიცე ალიანსი და ისტორიული კავშირი აქვთ. როგორც მოკავშირეები და მეგობრები, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას.
ევროკავშირი გააგრძელებს თავის კურსს სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად, როგორც ძლიერი, ერთიანი, კონკურენტუნარიანი და სუვერენული პარტნიორი და დაიცავს წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სისტემას", – წერს შარლ მიშელი.
Congratulations to President-elect @realDonaldTrump.
— Charles Michel (@CharlesMichel) November 6, 2024
🇪🇺 & 🇺🇸 have an enduring alliance and a historic bond. As allies and friends, the EU looks forward to continuing our constructive cooperation.
The EU will pursue its course in line with the strategic agenda as a strong,…
ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 267 ელექტორალური ხმით ლიდერობს, ჰარისს კი 224 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამპს მხოლოდ სამი საარჩევნო ხმის მოპოვება სჭირდება პრეზიდენტობისთვის.
1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა.
რესპუბლიკელი კანდიდატი უკვე გამოცხადდა გამარჯვებულად ორ ე.წ. მერყევ შტატში - ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინა. ამასთან, იგი ლიდერობდა სხვა ე.წ. მერყევ შტატებშიც: არიზონა, მიჩიგანი, ნევადა, პენსილვანია და ვისკონსინი.
დემოკრატი კანდიდატის კამპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დღეს ჰარისის სიტყვით გამოსვლა არ იქნება. ბევრმა ანალიტიკოსმა მიიჩნია, რომ ეს ჰარისის მხრიდან დამარცხების აღიარებას ნიშნავს.