გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ქმედებისკენ მოუწოდებს და სვამს კითხვას: "ბოლოს და ბოლოს, ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის მეტ პასუხისმგებლობას როდის ავიღებთ?". ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"სანამ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მერყეობენ და ბჭობენ, საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე განხორციელებული თავდასხმის წინააღმდეგ აშშ შესაბამის ზომებს იღებს! მადლობა აშშ-ს! ქართველ თავისუფლებისთვის მებრძოლებს ახლა ვჭირდებით!", - დაწერა მან.
When will we FINALLY take more responsibility for peace and security on our own continent? While the EU and its member states hesitate and talk, the USA is taking action against the attack on freedom and democracy in Georgia! Thank you 🇺🇸!
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) December 28, 2024
🇬🇪 freedom fighters need us now!
🇬🇪🇪🇺❤️ https://t.co/0qwMAGDnxY