"გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიჰბაძონ გაერთიანებულ სამეფოს", – ასე ეხმიანება გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და კიდევ 4 ძალოვნის დასანქცირებას.
Germany, France and other EU member states should follow asap. https://t.co/pnsj8ihEdL
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) December 19, 2024
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა საპოლიციო ძალების მაღალჩინოსნები, მათ შორის, შს მინისტრი და "ხარება" დაასანქცირა.
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პირები არიან:
ვახტანგ გომელაური — შინაგან საქმეთა მინისტრი;
ალექსანდრე დარახველიძე — შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
სულხან თამაზაშვილი — თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
ზვიად ხარაზიშვილი — განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
მილერი ლაგაზაური — განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.