ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, წირვის შემდეგ ქადაგებისას ჭოტორის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში განაცხადა.
მინდა ოპოზიციას მივმართო, - როდესაც უცხოელია და შენს ქვეყანას თუნდაც უტევდეს, ის უცხოელია, თავისი ინტერესი აქვს და ვერ ეტყვი, რატომ გიტევს. ერთი გერმანელია, მაგათი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კაპასი ქალივით გამოდის და გვიტევს ქართველებს. ჯერ კაცი რომ ხარ, ხომ არ უნდა იწყევლებოდე, თან თანამდებობაზე რომ ხარ... გამოხატვის თავისუფლება აქვს. შენ რომ ქართველი ხარ, ის რომ შენს ერზე ტყუილს ლაპარაკობს, როგორ არ გამოდიხარ, შენ გგონია, ის დაგსვამს სკამზე? მოვა არჩევნები, თვითონ აკეთებთ ლუსტრაციას, არ აგირჩევთ ხალხი და ეგ იქნება. მთავრობასთან ხარ ცუდად თუ ოპოზიციასთან ხარ ცუდად, გარედან რომ გიტევენ, ქართველმა საქართველო უნდა დაიცვან. რომელი ავტორიტეტი ეგენი არიან, რომ მოვიდნენ და ჭკუა დაგვარიგონ, იმ ბალტიისპირელებმაც თავის საქმეს მიხედონ. დაგვიდგა ის დრო, რომ დღევანდელ მსოფლიოში ჩვენ ჩვენი ადგილი გვქონდეს. იმპერიობას კი არ ვაპირებთ, მაგრამ დაგვაფასეთ, რა. ღვთის წინაშე ყველა თანასწორი ვარ, როცა მოვკვდები, წარვდგები ჩემი საქმეებით და არა ეპისკოპოსობით. მეტი მომეთხოვება, ამბიონზე რომ ვართ და დღეს რომ ღმერთმა დიდი ძალა მოგცათ, ნუ დამიწყებთ დაჩაგვრას, თავს არ დაგაჩაგვრინებთ. გახსოვდეთ, ეკლესია იდგება იქ, სადაც იდგება ქართველი ხალხი. ყველაფერი ღვთის შეწევნით კარგად იქნება, ეს გზა გასავლელი გვაქვს, არცერთი ერის ვალი არა გვაქვს" -განაცხადა მეუფე იაკობმა.