დმიტრი მედვედევის თქმით, ე.წ. სამხედრო ოპერაცია უკრაინაში კიევის რეჟიმის განადგურებამდე გაგრძელდება. ამის შესახებ პოსტი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა თავის Telegram არხზე ე.წ. ახალი რეგიონების შემოერთების დღესთან დაკავშირებით წერს.
ამგვარად მედვედევი ისტორიულს და საბედისწეროს უწოდებს ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც საოკუპაციო ძალებმა 1 წლის წინ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატარეს.
"სპეციალური სამხედრო ოპერაცია კიევის ნაცისტური რეჟიმის სრულ განადგურებამდე და ძირძველი რუსული მიწების გათავისუფლებამდე გაგრძელდება. ხოლო ახალი რეგიონების რიცხვი რუსეთის შემადგენლობაში გაიზრდება',- წერს მედვედევი.