რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის ახალ სანქციები კონტრპროდუქტიულია.
რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თუ წინა ადმინისტრაციების მაგალითს მიჰყვება, "მას წარუმატებლობა ექნება".
ამასთან, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ტრამპი საომარ გზას ადგას.
დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მოწინააღმდეგეა და, რომ მშვიდობისმყოფელი ტრამპი სრულად დაადგა რუსეთის წინააღმდეგ საომარ გზას.
"თუ მრავალრიცხოვან კომენტატორებს შორის ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზიები, აგერ, მიიღეთ. შეერთებული შტატები ჩვენი მოწინააღმდეგეა და მათი მოლაპარაკე მშვიდობისმყოფელი სრულად დაადგა რუსეთის წინააღმდეგ საომარ გზას. დიახ, ის ყოველთვის აქტიურად არ იბრძვის ბანდერას კიევის მხარეს, მაგრამ ახლა ეს მისი კონფლიქტია და არა მოხუცი მარაზმატიკის ბაიდენის. ისინი, რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ მასზე კონგრესში ზეწოლა არ შეიძლებოდა და ა.შ. ეს არ ცვლის მთავარ აზრს: მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ საომარი აქტია. ახლა კი ტრამპი სრულად შეუერთდა შეშლილ ევროპას", – დაწერა მედვედევმა ტელეგრამის არხზე.
            
            






