აშშ-მა უნდა შეწყვიტოს სანქციებითა და ტარიფებით რუსეთის დასუსტება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი X-ზე წერს.

"რუსეთი მზადაა, დაემორჩილოს სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებას (START), რომელსაც ხელი 2010 წელს მოვაწერე. ახლა ტრამპის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია, მაგრამ ხელშეკრულების წერილობითი დაცვა საკმარისი არაა. აშშ-მ უნდა შეწყვიტოს სანქციებითა და ტარიფებით რუსეთის დასუსტება. სხვაგვარად, პირდაპირი კონფლიქტის რისკი მაღალი რჩება", - წერს მედვედევი.