რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვებით უკმაყოფილოა. აქამდე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნაზე გადაწყვეტილება "თითქმის" მიიღო, მაგრამ ჯერ სურს გაარკვიოს, სად გამოიყენებენ ამ იარაღს.

მედვედევმა ტრამპის სიტყვებს "ყრანტალი" უწოდა და ირონიული კომენტარი გააკეთა მის სურვილზე, გაარკვიოს რა სამიზნეებზე გამოიყენებენ უკრაინელები რაკეტებს. მან ასევე სატირულად ახსენა ნობელის პრემია, რომელზედაც ცნობილია, რომ ტრამპს მისი მიღება მშვიდობის დარგში სურს.

"ტრამპმა ნობელამდე მისასვლელად ბაიდენის გზა აირჩია. ბანდერელებისთვის "ტომაჰავკების" მიწოდების შეკითხვაზე პირდაპირი მნიშვნელობით ეს წამოაყრანტალა: "გადავწყვიტე მიწოდება, მაგრამ ჯერ მინდა გავარკვიო, რას გააკეთებენ მათი მეშვეობით(!)". გასაგებია, რომ მათი მეშვეობით დაარტყამენ პარიზს, ბერლინს, ვარშავას. აშშ-ს პრეზიდენტისთვისაც კი ცხადი უნდა იყოს ეს..." - დაწერა მედვედევმა საკუთარ Telegram არხზე.