"რუსეთი დასავლეთში გაყინულ აქტივებს "ნატურით", ანუ მიწით დაიბრუნებს", — ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ლონდონის მიერ კიევისთვის რუსული აქტივების გამოყენებით მიღებული 1,3 მილიარდი დოლარის გადაცემას.

"ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთი გზა აქვს იმის დასაბრუნებლად, რაც ძვირფასია. ჩამორთმეულის "ნატურით დაბრუნება", ანუ "უკრაინული მიწით" და მასზე განთავსებული სხვა უძრავი და მოძრავი ქონება", - აღნიშნა მედვედევმა თავის Telegram არხზე.

მან ასევე განმარტა, რომ ის არ გულისხმობდა დონბასისა და ნოვოროსიის მიწებს, რომლებიც უკვე რუსეთის საკუთრებაა.

მედვედევის თქმით, რუსული აქტივებთან დაკავშირებით რაც მოხდ, ერთ რამეს ნიშნავს: "ბრიტანელმა ქურდებმა რუსული ფული ნეონაცისტებს გადასცეს". "შედეგები? ბრიტანეთმა დანაშაული ჩაიდინა და რუსეთს, როგორც იურისტები ამბობენ, აქვს უფლება, პრეტენზია გამოთქვას მისი და ამჟამინდელი ბანდ-ფორმირება უკრაინის წინააღმდეგ", - თქვა მედვედევმა და დაამატა, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია რუსული აქტივებიდან მოგების საფასურის გადაცემა "ბრიტანული გვირგვინის ძვირფასი ქვებით" გადაიხადოს.

მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარი გაუგზავნა, რომელიც გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით მიღებული მოგების სახით მიიღო. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ლონდონი ამოწმებს თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონეს, რომლის გაგზავნასაც კიევში აპირებს ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში.