რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე მსხვილი საკადრო გადაადგილებების შესახებ გამოაცხადა.
მათ შორის, უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული საარმიო დაჯგუფების მეთაურად სერგეი სუროვიკინის ნაცვლად, გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დაინიშნა.
"ხელმძღვანელობის დონის შეცვლა დაკავშირებულია გადასაწყვეტი ამოცანების მასშტაბის ზრდასთან. განსხვავებული ტიპისა და ფუნქციის მქონე დანაყოფებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთქმედების აუცილებლობით”,- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნულ თანამდებობაზე გერასიმოვის მოადგილეები იქნებიან რუსეთის საჰაერო-კოსმორუსი ძალების მეთაური, სერგეი სუროვიკინი, სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი გენერალი, სალიუკოვი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი კიმი.
10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში წარუმატებლობის გამო გათავისუფლებული გენერალი, ალექსანდრ ლაპინი რუსეთის სახმელეთო ჯარების შტაბის მეთაურად დაინიშნა. ლაპინი უკრაინაში ცენტრალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, სწორედ ის ხელმძღვანელობდა სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დაკავების ოპერაციას.
სექტემბრის დასაწყისში ხარკივის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ წამოწყებული კონტრ-იერიში სწორედ ლაპინის შეცდომას დაჰბრალდა. ლაპინის შეურაცხმყოფელი კრიტიკული პოსტები მიუძღვნეს ევგენი პრიგოჟინმა და ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა.
"ახლა ნამდვილად კმაყოფილი ვარ",- წერდა რამზან კადიროვის მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლაპინი თანამდებობიდან გათავისუფლდა.