შვედეთში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამგზავრებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი "ძალიან იმედგაცრუებულია" იმ მოკავშირეებით, რომლებმაც აშშ-ს თავიანთ ტერიტორიაზე არსებული ბაზების გამოყენების უფლება არ მისცეს, რუბიომ განსაკუთრებით ესპანეთი გამოყო.

"თქვენ გყავთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ესპანეთი, რომლებიც გვიკრძალავენ ამ ბაზების გამოყენებას, მაშინ რატომ ხართ საერთოდ NATO-ში? ეს ძალიან ლეგიტიმური კითხვაა", - განაცხადა მარკო რუბიომ მაიამიში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, სამართლიანად უნდა ითქვას, რომ NATO-ს სხვა ქვეყნები აშშ-ს დახმარებაში აქტიურად თანამშრომლობენ, თუმცა ამ საკითხზე დამატებითი განხილვა აუცილებელია.