ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, ტაივანის საკითხზე ვაშინგტონის პოლიტიკა არ შეცვლილა. ამის შესახებ მარკო რუბიომ პეკინიდან, სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"ამერიკის პოლიტიკა ტაივანის მიმართ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ არ შეცვლილა"- ასე უპასუხა რუბიომ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ დაიცავს თუ არა ამერიკა ტაივანს ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში. 

"ჩვენ ვიცით როგორია მათი პოზიცია და ვფიქრობ, ასევე გავაგებინეთ როგორია ჩვენი პოზიცია"- დასძინა სახელმწიფო მდივანმა. 

შეკითხვაზე იყო თუ არა საუბარი ლიდერების შეხვედრაზე ტაივანისთვის შეიარაღების მიყიდვის შესახებ რუბიომ განაცხადა, რომ საკითხი გუშინდელ შეხვედრაზე არ წამოჭრილა. 

რუბიო ამბობს, რომ მათ იციან, რომ ჩინეთის უკმაყოფილების შესახებ, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამგვარ გადაწყვეტილებებში მნიშვნელოვან როლს კონგრესიც ასრულებს. 

შეკითხვაზე რამდენად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ჩინეთის თავდასხმას ტაივანზე რუბიო პასუხობს, რომ მისი აზრით პეკინისთვის პრიორიტეტული "მშვიდობიანი გაერთიანებაა."

"იდეალურ შემთხვევაში ისინი ისურვებდნენ რეფერენდუმს ტაივანში, რომელშიც უმრავლესობა ჩინეთთან გაერთიანებას დაუჭერდა მხარს"- ამბობს რუბიო. 

მისი თქმით, ძალის გამოყენება ჩინეთის მხრიდან "სერიოზული შეცდომა", რომელსაც მოჰყვება შედეგები, "გლობალურად, არამხოლოდ შეერთებული შტატებისგან."