აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-სა და კუბას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის ალბათობა ამ ეტაპზე მაღალი არ არის. თუმცა ამავდროულად მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებებს.

„გულწრფელად გეტყვით, იცით, რომ შეთანხმების მიღწევის ალბათობა, იმის გათვალისწინებით, თუ ვისთან გვაქვს საქმე ახლა, მაღალი არ არის. მაგრამ თუ ისინი შეიცვლიან განწყობას, იცით, ჩვენ აქ ვართ. და ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რაც საჭიროა“, – განაცხადა რუბიომ.

ამასთან, მისივე თქმით, კუბა დაეთანხმა აშშ-ის შეთავაზებას 100 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამერიკელების უსაფრთხოებას ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს.

„ჩვენი უპირატესობას ყოველთვის დიპლომატიურ გადაწყვეტას ვანიჭებთ. თუმცა, თუ არსებობს საფრთხე შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის, პრეზიდენტს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს, გაუმკლავდეს ამ საფრთხეს“,  – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.