საფრანგეთის ლიგა 1-ში მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ პირველ ორ ტურში სტუმრად ორივეჯერ ფრედ ერთნაირი ანგარიშით (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ „პარკ დე ფრენსზე“ „მონაკოს“ მასპინძლობდა.
პარიზელები მარკონიოსის გოლით დაწინაურდნენ, სტუმრებმა კი გაშვებულ გოლს მეორე ტაიმში გატანილი ორი გოლით უპასუხეს.
ხვიჩა კვარაცხელია (flashscore - 8.1) 69-ე წუთამდე იყო მინდორზე.
„პარი სენ-ჯერმენი“ - „მონაკო“ 1:2(1:0)
გოლები: 31' მარკინიოსი (ხვჩა კვარაცხელია), 58' ნაზინიო 1:1, 72' სტანის იდუმბო მოზამბო 1:2
შეგახსენებთ, რომ პირველი ორი ტურის შეხვედრები - „რენთან“ და „ლილთან“ - პარიზელებმა 2:2 ითამაშეს.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




