ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი პროექტები მოიცავს  ზესტაფონის №5, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯალაურთის და სარეკის და  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას.

პროექტების მიზანია სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული პირობების შექმნა.

სკოლების განახლება ხელს შეუწყობს რეგიონებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.