აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს კონგრესში, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კომიტეტების წინაშე წარდგება. ირანთან ომის დაწყების შემდეგ ეს მისი პირველი მოსმენა იქნება.

როგორც მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ მოსმენები სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტს ეხება, მთავარი ყურადღება, სავარაუდოდ, ირანთან მიმდინარე კონფლიქტსა და ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაზე იქნება გამახვილებული.

მარკო რუბიოს მოუწევს, პასუხის გაცემა აშშ-სა და ირანს შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებაც.

ცნობისთვის, ირანთან ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, დემოკრატებთან ერთად, რესპუბლიკელების ნაწილიც მაღალ ხარჯებსა და ეკონომიკურ შედეგებზე საუბრობს.