ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, NATO-ს მომავალი გენერალური მდივანი მარკ რუტეს აცხადებს, რომ იგი იმედოვნებს, "საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება". ამის შესახებ მან ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
"მე ვღელავ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო. მე ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, ვფიქრობ, იგი შთამბეჭდავი ლიდერია, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ვეტო პარლამენტმა დაძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას. ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა რუტემ.