აშშ მიესალმება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მარკ რუტე თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხზე, „მათ შორის, საერთო ძლიერ მხარდაჭერაზე უკრაინისადმი, მოწინავე ტექნოლოგიების დაცვასა და ტრანსატლანტიკური ალიანსის გაძლიერებაზე“.
ჯონ კირბის განცხადებით, მადლობას უხდის NATO-ს მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელიც ალიანსს ხელმძღვანელობდა ათი წლის განმავლობაში , „ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“.
შეგახსენებთ, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ NATO-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.