ემანუელ მაკრონი ბრატისლავაში GLOBALSEC-ის უსაფრთხოების ფორუმზე იმყოფებოდა, სადაც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, იქამდე, სანამ უკრაინა ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდება, საჭიროა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, რაც ნატოს რამდენიმე ქვეყანას ხელეწიფება.

"ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ისეთი მოდელი, რომელიც ისრაელისთვის მიცემულ უსაფრთხოების გარანტიებსა და ნატოს სრულფასოვან წევრობას შორის იქნება" - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წარსულში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ყურის დაგდების შანსი გაუშვეს, რაც ახლა უნდა გამოიყენონ.

ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ პუტინმა ნატო გამოაცოცხლა, ხოლო უკრაინელები ევროპის კოლექტიურ უსაფრთხოებას იცავენ.