საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა.

„არის დიდი გამოწვევები, რომლებსაც საფრანგეთი და თურქეთი ერთად გადალახავენ. მშვიდობის დაბრუნება ევროპაში, ჩვენი ევრაზიული ალიანსის მომავალი, ხმელთაშუა ზღვა. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად, რომელსაც ვულოცავ თურქეთის პრეზიდენტად ხელახალ არჩევას“, – წერს მაკრონი „ტვიტერზე“

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.