უკრაინული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის თანახმად, მხარს უჭერს უკრაინის სვლას NATO-ში გაწევრიანებისკენ.
"საფრანგეთი სრულად მხარს უჭერს უკრაინა-ნატოს კომისიას, როგორც პლატფორმას არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაფართოებისთვის, რათა დაეხმარონ უკრაინას ევროატლანტიკური ალიანსისკენ სვლაში ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამისად", - ნათქვამია დეკლარაციაში.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, იგორ ჟოვკვას თქმით, "ერთობლივმა დეკლარაციამ შესაძლებელი გახადა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება ევროატლანტიკური მიმართულებით კიდევ ერთი ძლიერი ხმით“.