მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს.

„მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, - ხალხისა, რომელიც ავლენს ურყევ სიმამაცესა და ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ“, - წერს მოლდოვის პრეზიდენტი X-ზე.

სანდუ წერს, რომ მოლდოვა მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს, "გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და ააშენონ მომავალი, რომელიც შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს“.