აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი მიიჩნევს, რომ აშშ-ის კონგრესსაც უნდა ჰქონდეს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების გადახედვის უფლება. ამის შესახებ სენატორი Х-ზე წერს.

"შეთავაზებული სამშვიდობო შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ღირსეულად და სამართლიანად დასრულების შესაძლებლობას იძლევა. კონგრესს ასევე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გადახედოს გეგმას, რათა ჩართოს ნებისმიერი სამომავლო უსაფრთხოების გარანტია - ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადავხედოთ ირანთან დადებულ ნებისმიერ ბირთვულ შეთანხმებას," - წერს გრემი.

მისი თქმით, უკრაინაში გრძელვადიანმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთმა მომავალში ვერ შეძლოს კიდევ ერთი შეჭრა.

სენატორი მიიჩნევს, რომ კონგრესის მიერ შეთანხმების გადახედვა ამ მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს.